вторник, 6 июля 2010 г.

გადაშენებული ორგანიზმები



პროექტის სახელი: გადაშენებული ორგანიზმები
პროექტის მოკლე აღწერა:გადაშენებულ ორგანიზმებზე ინფორმაციის მოძიება
პროექტის სრული აღწერა:
რას უწოდებენ გადაშენებულ ორგანიზმებს?შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ რომელიმე გადაშენებული ორგანიზმი? მოსწავლეთა პასუხებმა დამარწმუნა იმაში,რომ მათ აქვთ მწირიცოდნა მოცემული თემის ირგვლივ. ამიტომ შევთავაზე გავაკეთოთ პროექტი თემაზე ,,გადაშენებული ორგანიზმები.“
კლასს ვყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას:
1 ჯგუფი–სხვადასხვა წიგნიდან ,ინტერნეტიდან მოიძიონ ინფორმაცია უძველეს ქვეწარმავლებზე,გააკეთონ ასოციაციური რუკა და წარმოადგინონ პრეზენტაცია.
2ჯგუფი–სხვადასხა წიგნიდან, ინტერნეტიდან მოიძიონ ინფორმაცია დინოზავრებზე,
გააკეთონ ასოციაციური რუკა და წარმოადგინონ პრეზენტაცია.
3ჯგუფი–სხვადასხვა წიგნიდან,ინტერნეტიდან მოიძიონ ინფორმაცია წყლის და მფრინავ ქვეწარმავლებზე,გააკეთონ ასოციაციური რუკა და წარმოადგინონ პრეზენტაცია.
დათქმულ დღეს ყველა ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას.
მთელ კლასს ვაძლევ დავალებას გამოიკვლიონ ორგანიზმების გადაშენების მიზეზების სხვადასხვა ვერსია.
პროექტის წარდგენის დღეს ხდება პროექტზე მუშაობის შეჯამება.
მონაწილეთა ასაკი:10 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:ორი თვე
სამუშაო ენა:ქართული

Комментариев нет:

Отправить комментарий